ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება უკრაინის ომი

გაერო: უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა 368 000-ია და ეს რიცხვი იზრდება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სხვა ქვეყნების საზღვრებზე გადასული უკრაინელი დევნილების რაოდენობა უკვე 368 000-ს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტო ავრცელებს.

“ამ დროისთვის, ლტოლვილთა რაოდენობა 368 000-ია და ეს რიცხვი იზრდება”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

არსებული ინფორმაციით, უკრაინელები პოლონეთს, მოლდოვას, უნგრეთს, სლოვაკეთს და რუმინეთს აფარებენ თავს. ინტერნეტში ვრცელდება კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ უკრაინის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები უკიდურესად არის გადატვირთული.

შეგახსენებთ, უკვე მეოთხე დღეა რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს.

იტვირთბა....