ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

Washington Post მსოფლიოში საუკეთესო ქვეყნების სიას აქვეყნებს

The Washington Post მსოფლიოში საუკეთესო ქვეყნების სიას აქვეყნებს.  ამერიკული გამოცემა ეყრდნობა პენსილვანიის უნივერსიტეტისა  და სხვადახვა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს.

კვლევის შედეგები შვეიცარიაში მიმდინარე დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გახდა ცნობილი.

24 ქვეყანაში გამოიკითხა 16 000 ადამიანი. კვლევა მოიცავდა სხვადასხვა ინსტიტუტებს: უნივერსიტეტები, საავადმყოფოები, სახელისუფლებო ორგანოები და სხვა.

ამ კვლევის მიხედვით ქვეყნების რეიტინგი ასე გამოიყურება:

  1. გერმანია
  2. კანადა
  3. დიდი ბრიტანეთი
  4. აშშ
  5. შვედეთი
  6. ავსტრალია
  7. იაპონია
  8. საფრანგეთი
  9. ჰოლანდია
  10. დანია

როგორც კვლევის ორგანიზატორები აცხადებენ, სხვადასხვა კატეგორიიდან მიღებული ქულები შეჯამდა და აქედან დადგინდა თითოეული ქვეყნის რეიტინგი.

 

იტვირთბა....