ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

ზელენსკი: მე აქ ვარ, არანაირ იარაღს ჩვენ არ ვყრით, სამშობლოს ბოლომდე დავიცავთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომლის საშუალებითაც ქვეყნის მოსახლეობას მიმართავს.

პრეზიდენტი ამბობს, რომ არსად წასვლას არ აპირებს და სამშობლოს ბოლომდე დაიცავს.

“დილა მშვიდობის! ვრცელდება ძალიან ბევრი დეზინფორმაცია, თითქოს ჯარს იარაღის დაყრისკენ მოვუწოდებ და ევაკუაციაში მივდივარ. მე აქ ვარ, არანაირ იარაღს ჩვენ არ ვყრით. დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, იმიტომ რომ ჩვენი იარაღი ჩვენი სიმართლეა. ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი შვილები და ამ ყველაფერს ჩვენ დავიცავთ. ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა. დიდება უკრაინას“, – აცხადებს ზელენსკი.

იტვირთბა....