ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს მისი ქმედებებისთვის

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს მისი ქმედებებისთვის.

NATO რუსეთს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

“უკრაინის მოქალაქეები იბრძვიან თავისუფლებისთვის არაპროვოცირებული რუსული აგრესიის დროს. არის მსხვერპლი, განადგურება. ჩვენი ფიქრები გახლავთ მათთან, ვინც დაიღუპა, დაზარალდა და დევნილობაში წავიდა. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ეს უაზრო ომი. დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შეტევა, გამოიყვანოს ყველა ძალა უკრაინიდან, დაუბრუნდეს დიპლომატიის, დიალოგის გზას და გვერდზე გადგეს აგრესიული ქმედებებისგან.

კრემლის ამოცანები უკრაინით არ იზღუდება. რუსეთმა მოითხოვა იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულება, რათა შეეფერხებინა NATO-ს შემდგომი გაფართოება. ჩვენ ახალ რეალობას ვაწყდებით ევროპის უსაფრთხოებაში, სადაც რუსეთი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროპულ წესრიგს და იყენებს ძალებს, რათა საკუთარი მიზნები დააკმაყოფილოს. მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს მისი ქმედებებისთვის”, – განაცხადა NATO-ს გენმდივანმა.

იტვირთბა....