ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ISIS-ის წევრებს ხელფასი გაუნახევრდათ

ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრებს ხელფასები გაუნახევრდებათ. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია დაჯგუფებაში შექმნილი „განსაკუთრებული გარემოებების” გამო. მათივე თქმით, ანაზღაურების შემცირება ყველას შეეხება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ფინანსების შემცირება, სავარაუდოდ, ბოლო პერიოდში მათ მიერ კონტროლირებად ნავთობობიექტებზე თავდასხმების მატებამ გამოიწვია. წლის დასაწყისიდან დღემდე აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა სირიასა და ერაყში ექსტრემისტების მიერ კონტროლირებად ობიექტებზე დაახლოებით 270 იერიში მიიტანეს.

იტვირთბა....