ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

საქართველოს პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქცია ჯერ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაიმართა, რის შემდეგაც შეკრებილებმა, საქართველოსა და უკრაინის დროშებით, საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლეს.

საქართველოს მოქალაქეები უკრაინელებს მხარდამჭერი შეძახილებით მიმართავენ.

ამასთან, აქციაზე შეკრებილები აპროტესტებენ პრემიერ-მინისტრის დღევანდელ   განცხადებას და ირაკლი ღარიბაშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლების პოზიცია ქართველი ხალხის პოზიციას არ ასახავს.

 

ფოტო: სოფო ჯაფარიძე

იტვირთბა....