aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

Русский корабль, иди на*уй! – უკრაინის მხარდამჭერი პეტიცია ვრცელდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში პეტიციის ტექსტს აქვეყნებს და მოქალაქეებს უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

შეტყობინების ადრესატი საქართველოს მთავრობაა.

პეტიციის ხელმომწერები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას ემიჯნებიან.

“უკრაინელი ხალხი იბრძვის საკუთარ სამშობლოში მშვიდობიანად ცხოვრების უფლებისთვის.

უკრაინელ ხალხს ისევე როგორც ქართველ ხალხს გვაქვს უფლება ჩვენს მიწაზე ვიცხოვროთ მშვიდობიანად და თავისუფლად. დამპყრობელ ძალას ცივილიზებულმა სამყარომ და თავისუფალმა ხალხებმა უნდა ვუპასუხოთ გადამწყვეტი ზომებით.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება უკრაინასთან დაკავშირებით, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარი, არ გამოხატავს ქართველი ხალხის პოზიციას.

დღეს, უკრაინაში საქართველოს თავისუფლების ბედიც წყდება.

დღეს ჩვენც ვართ უკრაინელები და ვდგავართ სამართლიანობის და თავისუფლების მხარეს.

დიდება უკრაინას!”, – აღნიშნულია პეტიციის ტექსტში.

იტვირთბა....