ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ირანსა და ISIS-ს შორის, ISIS-ს ირჩევს

„თუკი მომეცემა შესაძლებლობა არჩევანი გავაკეთო ირანსა და ISIS-ს შორის, მე  ISIS ვირჩევ“. – ასეთი განცხადება გააკეთა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

The Washington Post ცნობით, ისრაელის მაღალჩინოსნის პოზიცია შემდეგნაირია: “ისლამური სახელმწიფო“ და ირანი ორივე საფრთხეა ისრაელისთვის, თუმცა, ირანს უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს „ისლამურ სახელმწიფოსთნ“ შედარებით.

მოშე იალანის თქმით, ირანული ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლა უფორ საშიშია. მეტიც, ებრაელი მინისტრის თქმით,  „ისლამური სახელმწიფო“ ტერორისტული დაჯგუფება „ალქაიდას“ ნაწილია, აქედან გამომდინარე, მისგან მომავალი საფრთხეც დიდი არ არის.

აღსანიშნავია, რომ მინისტრის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

იტვირთბა....