ახალი ამბები მსოფლიო

მოკლულია 3 200 რუსი სამხედრო – უკრაინის თავდაცვის უწყება

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსული დანაკარგები დაახლოებით 3 200 სამხედროს შეადგენს.

როგორც უწყება აღნიშნავს, ზემოთხსენებული ინფორმაცია ოფიციალური არ არის და ის შსს-ს ყოფილმა მრჩეველმა მიხეილ აპოსტოლმა გაავრცელა.

აპოსტოლის ცნობით, განადგურებულია მტრის:
30 ტანკი,  130 ქსმ,  7 თვითმფრინავი. 6 შვეულმფრენი – ჯამში დაახლოებით 500 ერთეული სამხედრო ტექნიკა.

ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ მარიუპოლი უკრაინული არმიის კონტროლს ექვემდებარება.

ცნობისთვის, უკრაინაში, რუსული არმიის თავდასხმის შედეგად, 169 ადამიანი დაშავდა, ხოლო 57 დაიღუპა.

 

 

იტვირთბა....