ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

პუტინი: არ ვაპირებთ, დავაზარალოთ მსოფლიო ეკონომიკის სისტემა

ჩვენ ყველას გვესმის, როგორ მსოფლიოში ვცხოვრობთ და ვემზადებოდით იმისთვის, რაც ახლა ხდება, მათ შორის სასანქციო პოლიტიკის გამკაცრებისთვის. ამის მიუხედავად, რუსეთი რჩება მსოფლიოს ეკონომიკის ნაწილი და ჩვენ არ ვაპირებთ, დავაზარალოთ სისტემა, რომლის ნაწილადაც ვგრძნობთ თავს. ჩვენ არ ვაპირებთ, ზარალი მივაყენოთ მსოფლიო სისტემას, რომელშიც ჩვენ თავად ვიმყოფებით. ვფიქრობ, ჩვენმა პარტნიორებმა ეს უნდა გაიგონ და არ დააყენონ ამოცანად ამ სისტემიდან ჩვენი გაძევება. ამის მიუხედავად, პოლიტიკური თვალსაზრისით, შეზღუდვები იქნება

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მსხვილ ბიზნესთან შეხვედრაზე განაცხადა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მსოფლიოს საბანკო საფინანსო სატელეკომუნიკაციო საზოგადოებიდან (SWIFT) გათიშვას ითხოვს.

 

 

იტვირთბა....