ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

ზელენსკი: ვითხოვთ რუსეთის გათიშვას SWIFT-დან

“რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირისგან დამატებითი მძიმე სანქციების პაკეტი ახლოვდება”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკი რუსეთის მსოფლიოს საბანკო საფინანსო სატელეკომუნიკაციო საზოგადოებიდან (SWIFT) გათიშვას ითხოვს.

“რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირისგან დამატებითი მძიმე სანქციების პაკეტი ახლოვდება. ყველა დეტალი განვიხილე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად. ჩვენ ვითხოვთ რუსეთის გათიშვას SWIFT-დან, უკრაინის საჰაერო სივრცის რუსეთისთვის ფრენისთვის აკრძალულ ზონად გამოცხადებასა და სხვა ეფექტურ ნაბიჯებს, რათა შევაჩეროთ აგრესორი”,წერს “ტვიტერზე” ზელენსკი.

 

იტვირთბა....