ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

რა გადაწყვეტილება მიიღო ჯო ბაიდენმა – საგანგებო განცხადება

ამერიკის შეეერთებული შტატები რუსეთს მკაცრ სანქციებს უწესებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სპეციალური მიმართვის დროს განაცხადა.

“ჩვენ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ბანკებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ყველაზე მსხვილ ბანკთან ვწყვეტთ თანამშრომლობას და ვბლოკავთ ოთხ დამატებით მსხვილ ბანკსაც, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა აქტივი, რომლებიც რუსებს აქვთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, იქნება გაყინული. ეს მოიცავს “ვი თი ბანკს” რუსეთში, რომელსაც 250 მილიარდ დოლარზე მეტი აქტივი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს აუცილებლად აისახება რუსულ ელიტაზე, მათი ოჯახის წევრებზე. 

კორუმპირებული მილიარდერების წინააღმდეგ ჩვენ აუცილებლად დავაწესებთ შესაბამის სანქციებს და გამოვიყენებთ იგივე შეზღუდვებს, უმსხვილესი რუსული საწარმოების წინააღმდეგ, ისეთი კომპანიების წინააღმდეგ, რომელთა ბიუჯეტი 1.5 ტრილიონ დოლარზე მეტია.

ჩვენ შევზღუდავთ რუსეთის წვდომას ტექნოლოგიაზე, სტრატეგიულ სფეროებზე, ინდუსტრიული წარმოების სფეროებზე. ჩვენს გვერდით დგანან ჩვენი მოკავშირეები, რომლებიც დაგვეხმარებიან იმაში, რომ შევამციროთ, გავანახევროთ მაღალი ტექნოლოგიების იმპორტი რუსეთში. ეს აუცილებლად იქონიებს გავლენას ქვეყნის ინდუსტრიულ შესაძლებლობებზე და მის კონკურენტუნარიანობაზე მსოფლიოში  ეკონომიკის თვალსაზრისით,” – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

იტვირთბა....