ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

პუტინი: ის, რაც ხდება, არის იძულებითი ზომა

“ის, რაც ხდება, არის იძულებითი ზომა. უბრალოდ არ დატოვეს სხვაგვარად მოქმედების არანაირი შანსი”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

“უსაფრთხოების სფეროში რისკები შექმნეს ისეთი, რომ სხვა საშუალებებით რეაგირება შეუძლებელი იყო, ყველა მცდელობა წარუმატებელი იყო. სიმართლე გითხრათ, გაკვირვებულიც ვარ, მილიმეტრითაც კი არ დავძრულვართ არც ერთ საკითხზე. მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, ეს იძულებითი ზომები იყო, რადგან, შეეძლოთ, შეექმნათ ისეთი რისკები, რომ გაურკვეველი იქნებოდა ისიც კი, როგორ იარსებებდა ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა პუტინმა.

იტვირთბა....