რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური აიღეს, – ამის შესახებ ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა” ავრცელებს.
აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის მრჩეველიც.
“რუსებმა დაიპყრეს ჩერნობილის სადგური. სადგურის თანამშრომლები მძევლად არიან. ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის უსაფრთხოებას”, – წერს ალიონა შევცოვა.