ახალი ამბები პოლიტიკა

“სოლიდარობა უკრაინას!” – მხარდამჭერი აქციები საქართველოში

თბილისში, უკრაინის სოლიდარობის ნიშნად აქცია მიმდინარეობს.

მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები  უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ.

უკრაინის მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო, აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე შეჩერდნენ.

აქციის მონაწილეებმა სოლიდარობის ნიშნად ფარნები აანთეს და საქართველოსა და უკრაინის ჰიმნი ჩართეს.

აქციის გამო რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.

უკრაინის მხარდამჭერი აქციები პარალელურად საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს.

ფოტო: დიანა ტრაპაიძე

 

 

 

 

იტვირთბა....