ახალი ამბები მსოფლიო

ოდესაში რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 18 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

რუსი ოკუპანტების თავდასხმას ოდესაში 18 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

სოფელ ლიპეცკოეში სამხედრო ნაწილზე სამხედრო დარტყმის შედეგად დაღუპულებიდან 8 მამაკაცი და 10 ქალია.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 40-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა – გარდაიცვალა 10 სამოქალაქო პირი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინას ფართომასშტაბიანი ომი გამოუცხადა და ქალაქების დაბომბვა აქტიურად დაიწყო.უკრაინული მედიის ცნობით, არმიამ ქალაქი სჩასწიე დაიბრუნა, მოკლეს 50 რუსი სამხედრო და გაანადგურეს ოკუპანტების საბრძოლოდ ტექნიკა.მედია ასევე იუწყება, რომ ლუგანსკში რუსული ტანკების კოლონა შევიდა.

უკრაინაში სამხედრო ნაწილები ბელარუსის მხრიდან შედიან – კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალის ხმა ისმის, რომელიც მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლის და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.  ბოლო ცნობებით, რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში 2 სოფელი აიღეს – ააფეთქეს სატელევიზიო ანძა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვალს უკრაინის სამხედრო ძალებმა დონბასის რეგიონში, სამხედრო მოქმედებების ზონაში რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი გაანადგურეს.

ვრცელდება ცნობები, მე-6 რუსული ვერტმფრენის განადგურების შესახებ.

ბოლო ინფორმაციით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ლიეტუვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მოლდოვამაც.

იტვირთბა....