ახალი ამბები მსოფლიო

უკრაინულმა არმიამ ხარკოვთან ოთხი რუსული ტანკი გაანადგურა

უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ხარკოვის მახლობლად შემოვლით გზაზე 4 რუსული ტანკი გაანადგურეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

“გაერთიანებული ძალები ღირსეულად უპასუხებენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს. სამხედრო ნაწილები თავიანთ პოზიციებზე არიან და მტერი ზარალს განიცდის. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაუჯერეთ უკრაინელ მცველებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინას ფართომასშტაბიანი ომი გამოუცხადა და ქალაქების დაბომბვა აქტიურად დაიწყო.უკრაინული მედიის ცნობით, არმიამ ქალაქი სჩასწიე დაიბრუნა, მოკლეს 50 რუსი სამხედრო და გაანადგურეს ოკუპანტების საბრძოლოდ ტექნიკა.მედია ასევე იუწყება, რომ ლუგანსკში რუსული ტანკების კოლონა შევიდა.

უკრაინაში სამხედრო ნაწილები ბელარუსის მხრიდან შედიან – კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალის ხმა ისმის, რომელიც მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლის და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.  ბოლო ცნობებით, რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში 2 სოფელი აიღეს – ააფეთქეს სატელევიზიო ანძა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვალს უკრაინის სამხედრო ძალებმა დონბასის რეგიონში, სამხედრო მოქმედებების ზონაში რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი გაანადგურეს.

ვრცელდება ცნობები, მე-6 რუსული ვერტმფრენის განადგურების შესახებ.

ბოლო ინფორმაციით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ლიეტუვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

 

იტვირთბა....