ახალი ამბები მსოფლიო

დაიღუპა 1, დაშავდა 5 ადამიანი – კიევის შემოგარენში სამხედრო ქალაქი დაიბომბა

დაბომბვის შედეგად კიევის შემოგარენში, ბროვარიში, 161-ე სამხედრო ქალაქის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა ერთი ადამიანი, დაშავებულია კიდევ 5.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო ავრცელებს.

მისი თქმით, ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს – დაიწვა რამდენიმე შენობა.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინას ფართომასშტაბიანი ომი გამოუცხადა და ქალაქების დაბომბვა აქტიურად დაიწყო.

უკრაინაში სამხედრო ნაწილები ბელარუსის მხრიდან შედიან – კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალის ხმა ისმის, რომელიც მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლის და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.  ბოლო ცნობებით, რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში 2 სოფელი აიღეს – ააფეთქეს სატელევიზიო ანძა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვალს უკრაინის სამხედრო ძალებმა დონბასის რეგიონში, სამხედრო მოქმედებების ზონაში რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
იტვირთბა....