ახალი ამბები მსოფლიო

მოვამარაგოთ უკრაინა იარაღით და ყველა შესაძლო სამხედრო დახმარებით – ბალტიის ქვეყნები

ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება უკრაინის მხარდასაჭერად:

“რუსეთის აგრესია დამოუკიდებელი, მშვიდობიანი და დემოკრატიული უკრაინის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრად უნდა დავგმოთ, რაც შესაძლებელია. რუსეთი მხრიდან აგრესია საერთაშორისო სამართლისა და ნორმების დარღვევაა, ეს არის დანაშაული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენ ვგმობთ.

საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შემოიღოს ყველაზე მკაცრი სანქციები რუსეთის მიმართ, გამოვრთოთ რუსეთი SWIFT-დან, მოვახდინოთ მისი პოლიტიკური იზოლირება და მტკიცედ დავუჭიროთ მხარი უკრაინის სუვერენიტეტსა და ტეროტორიულ მთლიანობას. სასწრაფოდ უნდა მოვამარაგოთ უკრაინელი ხალხი იარაღით, საბრძოლო მასალით და ყველა შესაძლო სამხედრო დახმარებით. ასევე ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერით, ჰუმანიტარული დახმარებით. მხარს გიჭერთ და ყველაფერს ვიზამთ, რომ აგრესორმა ყველაზე მაღალი ფასი გადაიხადოს. დიდება უკრაინას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინას ფართომასშტაბიანი ომი გამოუცხადა და ქალაქების დაბომბვა აქტიურად დაიწყო.

უკრაინაში სამხედრო ნაწილები ბელარუსის მხრიდან შედიან – კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალის ხმა ისმის, რომელიც მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლის და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.  ბოლო ცნობებით, რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში 2 სოფელი აიღეს – ააფეთქეს სატელევიზიო ანძა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვალს უკრაინის სამხედრო ძალებმა დონბასის რეგიონში, სამხედრო მოქმედებების ზონაში რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

 

 

იტვირთბა....