ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შეუერთდება თუ არა საქართველო სანქციებს – პრემიერის პასუხი

კითხვაზე, რა შეიძლება გააკეთოს საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად და შეუერთდება თუ არა დასავლეთის სანქციებს რუსეთის მიმართ, – საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იხელძღვანელებს.

“ჩვენ ახლა ვაკვირდებით სიტუაციას, თუ როგორ იმოქმედებს დასავლეთი, რა საპასუხო ზომებს მიიღებს და როგორ გასცემს პასუხს დასავლეთი რუსეთის ამ გამოწვევას, ამ ტესტს. მე ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებ ანალიტიკას, დაზვერვის ინფორმაციას და  ბუნებრივია, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ სიტუაციას. ერთი რამ მინდა ძალიან მკაფიოდ და ნათლად ვთქვა, რომ არ იყოს სპეკულაციები და რაიმე პასუხგაუცემელი კითხვა. მე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ყოველთვის ვიხელმძღვანელებ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ნებისმიერი სიტყვა, საქმე, გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებული იქნება საქართველოსთან, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასა და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვასთან, რა თქმა უნდა, ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებთ და ვიხელმძღვანელებთ. სხვა ყველაფერს, რაც პოტენციურად გააუარესებს ჩვენი მდგომარეობას, ან ჩვენი მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს, მე ამას არასოდეს გავაკეთებ. ეს არის ძალიან ცხადი ნათქვამი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში.

იტვირთბა....