ახალი ამბები პოლიტიკა

“ნაციონალური მოძრაობა” 5 მარტს აქციას გამართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით 5 მარტს, 17: 00 საათზე რუსთველის გამზირზე აქცია გაიმართება.

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.

“ერთადერთი გზა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის არის შემდეგი: მიხეილ სააკაშვილი იყოს გადაყვანილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ უცხოურ კლინიკაში, შესაბამისი მკურნალობის მისაღებად.

პარტიის ყველა აქტივობა დაუკავშირდება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას. ჩვენ ვიყავით და ვრჩებით ბრძოლაში, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა.  ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის საპროტესტო აქტივობები სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება და 5 მარტს, 5 საათზე ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებიც თვლიან, რომ ეს ისტორიული უსამართლობა უნდა დასრულდეს და ამ ბრძოლაში არიან, ველოდებით რუსთაველის გამზირზე”, – განაცხადა მელიამ.

იტვირთბა....