ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ინფორმაცია მძღოლებისთვის: ჯარიმა 150 ლარი – სხვისი მართვის მოწმობით სარგებლობისთვის

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების მიხედვით, მძღოლის მიერ სხვისი მართვის მოწმობით სარგებლობის მიზნით პოლიციისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება 150 ლარით დაჯარიმდება.

ამჟამად ადმინისტრაციული წესით – 150 ლარით დასჯადია მძღოლის მიერ ადრე დაკარგული ან დაზიანებული და მის სანაცვლოდ გაცემულ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობებით ერთდროულად სარგებლობა, ასევე გაუქმებული მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა.

150 ლარით ჯარიმდება პირი, რომელიც მართვის მოწმობის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების შესახებ უფლებამოსილ ორგანოს სანაცვლო მართვის მოწმობის მიღების მიზნით, ცრუ ინფორმაციას მიაწვდის.

იტვირთბა....