ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მოგზაურობის შეზღუდვა… – რა სანქციებს უწესებს იაპონია რუსეთს

იაპონია უკრაინასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, რუსეთს საქნქციებს უწესებს. “როიტერის”  ინფორმაციით, ჩამონათვალში შედის ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებიდან იაპონიაში ექსპორტის აკრძალვა, ასევე, შეზღუდვები შეეხება რუსეთის ფედერაციის სუვერენულ ვალს და იაპონიაში ახალი რუსული ობლიგაციების გამოშვების აკრძალვას.

“ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ რუსეთს, სიტუაციის დასარეგულირებლად დაუბრუნდეს დიპლომატიურ განხილვებს. რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა”, – განუცხადა ჟურნალისტებს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ.

იაპონიის პრემიერის თქმით, რუსეთისთვის შეზღუდვების დაწესების ფონზე, იაპონიაში ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო ზრდა მოცემული მომენტისთვის, ქვეყნისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

“ფასების ზრდაც რომ გაგრძელდეს, სახელმწიფო სათანადოდ იმოქმედებს, რომ მოსახლეობასა და ბიზნესზე ეს მინიმალურად აისახოს”, – აღნიშნა ფუმიო კიშიდამ.

მისივე თქმით, სანქციებთან დაკავშირებით მეტი დეტალი დამუშავების შემდეგ, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

იტვირთბა....