დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, ხუთი რუსული ბანკისა და სამი მილიარდერის წინააღმდეგ სანქციები დაწესდება.
მისი თქმით, სანქცირებული სამი რუსი მილიარდერის: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგის და იგორ როტენბერგის ინგლისში არსებული აქტივები გაიყინება და დიდ ბრიტანეთში გამგზავრებაც აიკრძალება.
რაც შეეხება ბანკებს ესენია: Rossiya, IS Bank, General Bank, Promsvyazbank და Black Sea Bank.
ჯონსონმა რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის სახელმწიფოებრიობის უარყოფაში და „სრულმასშტაბიანი შეტევის საბაბის შექმნაში“ დაადანაშაულა.
ჯონსონის თქმით, ეს არის მხოლოდ ზომების „პირველი ეტაპი“. უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემთხვევაში შესაძლოა დამატებითი სანქციები დაწესდეს.