ახალი ამბები საზოგადოება სამართალი

ინვალიდიზაციის და სიკვდილის 100%-იანი რისკი აქვს – ექიმები სააკაშვილის უვადო შიმშილობაზე

სააკაშვილს ინვალიდიზაციის და სიკვდილის 100%-იანი რისკი აქვს, – ასე აფასებენ მედიკოსები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის მიერ უვადო შიმშილობის გამოცხადებას.

როგორც ნერვოლოგი ოთარ თოიძე ამბოს, რომ მიხეილ სააკაშვილს ორი სერიოზული რისკი აქვს – 100%-იანი რისკი ინვალიდიზაციის, მეორე – სიკვდილის.

“მიხეილ სააკაშვილს 100%-იანი ინვალიდიზაციის რისკი აქვს. იგი ვერ შეძლებს მუშაობის ისე გაგრძელებას, როგორც ეხლა. მეორე სერიოზული რისკი ეს არის სიკვდილის რისკი. არსებობს ასეთი საფრთხე, რადგან მსგავს ენცეფალოპათიას თან ახლავს სიცოცხლისთვის აუცილებელი ფუნქციები”, – აცხადებს თოიძე.

ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის განმეორებითი შიმშილობა დაუშვებელია.

“ყოვლად დაუშვებელია, რა თქმა უნდა, ეს განმეორებითი შიმშილობა, ვინაიდან, იგი არის დიდი რისკის შემცველი, როგორც მისი ფიზიკური ჯანმრთელობისათვის, ასევე, მთლიანობაში სიცოცხლისათვის ძალიან სარისკოა. შესაბამისად, უნდა გამოიძებნოს სხვა გზა, რათა რაღაცნაირად შეიგნოს რატი ბრეგაძემ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სავალალო და იგი საჭიროებს ადეკვატურ მკურნალობას”, – აცხადებსჯიშკარიანი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გამართულ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ უვადო შიმშილობას იწყებს – მისი მთავარი მოთხოვნა ციხის საკანში კვალიფიციური ექიმების დაშვებაა.

იტვირთბა....