ახალი ამბები სამართალი

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მორჩილზე ფიზიკურად იძალადა

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მორჩილზე ფიზიკურად იძალადა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“სამართალდამცველებმა ძალადობით განხორციელებული დევნის, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვებისა და სოციალური ქსელით გავრცელების ბრალდებით ერთი პირი, 1987 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ვ.გ.-მ მიმდინარე წლის 18 თებერვალს, თბილისის ზღვის მიმდებარედ, ერთ-ერთ შენობაში რ.მ.-ზე ფიზიკურად იძალადა. ძალადობის ამსახველი კადრები მოგვიანებით სოციალური ქსელი ფეისბუქის მეშვეობით გავრცელდა”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ სოციალურ მედიაში სასულიერო პირებს შორის სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების ამსახველი კადრები გავრცელდა.

როგორც ირკვევა, სასტიკად ნაცემია მამა როინ მუმლაძე. მას თავს შავი ბერი ილარიონ გიგოლაშვილი დაესხა. აგინა და  ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

შავი ბერი ამ ყველაფერს  მობილური ტელეფონით აღებინებდა. უმძიმეს კადრებში ისმის ისიც, რატომ მოუწყვეს  მღვდელს სისხლიანი ანგარიშსწორება.

ირკვევა, რომ მანამდე მამა როინს თავს  მამა შალვა კეკელია დაესხა რის გამოც, მღვდელმა გავლენიან სასულიერო პირს  უჩივლა.

მამა შალვა კეკელია მომხდარს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ძალადობასთან კავშირი არ აქვს. მისივე თქმით, ვიდეოჩანაწერში მისი სახელის ხსენება არ ნიშნავს იმას, რომ სასტიკი ანგარიშსწორება მისი დაკვეთით მოხდა.

იტვირთბა....