ახალი ამბები მსოფლიო

საქართველო, ახლა გაქვს შანსი შეახსენო მსოფლიოს, რომ 2008 წელს პუტინმა თქვენთანაც ზუსტად ასე დაარღვია სამართალი – ბრაიზა

საქართველო, ახლა გაქვს შანსი შეახსენო მსოფლიოს, რომ 2008 წელს რუსეთმა ზუსტად ასე დაარღვია თქვენთან სამართალი, – აღნიშნულის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა “ტვიტერში” წერს.

ბრაიზა, პუტინის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარებას გამოეხმაურა.

“ძვირფასო საქართველო, ახლა არის შენი შანსი შეახსენო მსოფლიოს, რომ პუტინმა ზუსტად ისე დაარღვია საერთაშორისო სამართალი უკრაინაში, როგორც 2008 წელს საქართველოში შემოჭრის დროს და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა”,-წერს მეთიუ ბრაიზა. 

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა და შესაბამის დოკუმენტს ხელი პირდაპირ ეთერში მოაწერა.

ამასთან, პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დონეცკსა და ლუგანსკში “მშვიდობის უზრუნველყოფა“ დაავალა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ არავის არაფერს დაუთმობენ და ეხლა დამტკიცდება ვინ არის მათი ნამდვილი მეგობარი.

იტვირთბა....