ახალი ამბები მსოფლიო

ბაიდენმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებს სანქციები დაუწესა

ბაიდენმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებს სანქციები დაუწესა, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.

 

როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ, სანქციები კრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ს მოქალაქეების მიერ ე.წ. დონეცკსა და ლუგანსკის რეგიონებში ან რეგიონებში.

“პრეზიდენტმა ბაიდენმა დღეს გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ს მოქალაქეების მიერ ე.წ. დონეცკსა და ლუგანსკის რეგიონებში ან რეგიონებში. ბრძანება ასევე ითვალისწინებს დააწესოს სანქციები ნებისმიერ პირზე, რომელიც განსაზღვრავს ოპერირებას უკრაინის ამ რაიონებში”, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ტექსტის მიხედვით, ამ განკარგულების მიზანია რუსეთს ჩამოერთვას შესაძლებლობა ისარგებლოს საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით და ეს ქმედებები არ არის მიმართული უკრაინის ხალხის ან უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა და შესაბამის დოკუმენტს ხელი პირდაპირ ეთერში მოაწერა.

ამასთან, პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დონეცკსა და ლუგანსკში “მშვიდობის უზრუნველყოფა“ დაავალა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ არავის არაფერს დაუთმობენ და ეხლა დამტკიცდება ვინ არის მათი ნამდვილი მეგობარი.

იტვირთბა....