ახალი ამბები პოლიტიკა

ზრდილობისთვის გამარჯობასაც აღარ გვეუბნებიან, ისეთი ქვეშაჯვია სირების კატეგორიაში გადავედით – ჯაფარიძე

ზრდილობისთვის გამარჯობასაც აღარ გვეუბნებიან ისეთი ქვეშაჯვია სირების კატეგორიაში გადავედით, – აღნიშნულის შესახებ პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

ზურა ჯაფარიძე აღნიშნული პოსტით საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობას გამოეხმაურა.

“მაშინ როცა მთელი მსოფლიო დიდი ლუპით აკვირდება რა ხდება უკრაინაში და სახეზეა დასავლეთის უპრეცედენტო მობილიზაცია…როცა იშვიათი, ძალიან იშვიათი შანსია მთელ მსოფლიოს და განსაკუთრებით დასავლეთს ბევრჯერ და აქტიურად შეახსენო რომ შენი ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედი ოკუპირებულია, და რომ ის რაც ახლა ხდება უკრაინაში, საქართველოში უკვე მოხდა ერთი-ერთში 2008 წელს.

საქართველოს დე-ფაქტო პრემიერი მონაწილეობას იღებს მიუნხენის უსაფრთხეოების საერთაშორისო კონფერენციაში, რომელსაც ესწრებიან დასავლეთის ლიდერები და ხვდება (მთავრობის ოფიციალური ფბ გვერდის მიხედვით):

– GLOBშEჩ-ის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს რობერტ ვასს
– ბულგარეთის პრემიერს, კირილ პეტკოვს
– „შიემენს Eნერგყ AG”-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს კრისტიან ბრუხს
– FთX ჩრყპტო Dერივატივეს Eხცჰანგე-ის დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორ სამ ბანკმან-ფრიდს
– საუდის არაბეთის სამეფოს პრინც ფეიზალ ბინ ფაჰრან ალ საუდს
– ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერს, თავდაცვის მინისტრ ბენი განცს
– ჟიგსაწ-Gოოგლე-ის აღმასრულებელ დირექტორს ჯარედ კოენს
მეტი არავის და ბრუნდება სამშობლოში.

ზრდილობისთვის გამარჯობასაც აღარ გვეუბნებიან ისეთი ქვეშაჯვია სირების კატეგორიაში გადავედით”, – წერს ჯაფარიძე

იტვირთბა....