საქართველოს ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შვილი, კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია ფეისბუკის თავის კედელზე აქვეყნებს მისი შვილის, ზვიად გამსახურდიას შესახებ ფოტოს და მცირე ინფორმაციას. მის პოსტს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში. ქართველი გულშემატკივრები პატარა ზვიად გამსახურდიას წარმატებებს უსურვებენ.
“ეს ზვიადია, ჩემი უმცროსი ვაჟი. იგი შვეიცარიაში დაიბადა, დევნილობის პირველივე თვეებში. ბავშვობასა და მოზარდობაში ვირტუოზი მევიოლინე, ამჟამად ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი.
ამ დღეებში იგი იტალიურ ენაზე წაიკითხავს მოხსენებას “უმბერტო ეკოს სემიოტიკა ანუ უსასრულო სემიოზი”, (ქართულად იგივე ნიშან-სიმბოლოების ენა) ამ თვალსაჩინო მწერლის თეორიულ შრომებზე დაყრდნობით.
მჯერა, რომ იგი ამჯერადაც წარმატებული იქნება”. – წერს საკუთარ ფესბუქკის გვერდზე კოკო გამსახურდია.
იტვირთბა....