ახალი ამბები საზოგადოება სამართალი

გომელაური: მე მგონი დანაშაულის რაოდენობა შემცირდა, 2021 წელი კარგად დავხურეთ

2021 წელი კარგად დავხურეთ, დანაშაულის რაოდენობაც შემცირდა, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, დანაშაულის რაოდენობის შემცირებასთან ერთად, მისი გახსნის რაოდენობაც გაიზარდა.

“2021 წელი კარგად დავხურეთ, მემგონი დანაშაულის რაოდენობაც შემცირებულია. ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია დანაშაულების გახსნის მაჩვენებელი თქვენი, თანამშრომლების მუშაობის შედეგად 50%-მდეა გაზრდილი. ამისთვის მადლობა უნდა გითხრათ. მინიმუმ 2022 წელს ეს მაჩვენებელი უნდა შევინარჩუნოთ და მაქსიმუმ უნდა გავზარდოთ, რა თქმა უნდა”, – აცხადებს გომელაური.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ერთობლივი ეფექტიანი საქმიანობისთვის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით კომპლექსური ღონისძიებები 2022 წელსაც აქტიურად გაგრძელდება.
იტვირთბა....