ახალი ამბები მთავარი სამართალი

კიდევ ერთი თვითმკვლელობა: ზუგდიდში 30 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა

ზუგდიდში, ოჯახური კონფლიქტის დროს 30 წლის მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა და გარდაიცვალა. როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, ამ ეტაპზე გამოძიება 115-ე მუხლითაა დაწყებული, დაზიანებებთან დაკავშირებით კი ექსპერტიზაა ჩანიშნული.

„ამ ეტაპზე გამოძიება 115-ე მუხლითაა დაწყებული. პირველადი ინფორმაციით, რაც გამოძიებას აქვს, ოჯახური კონფლიქტის დროს მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა. რამდენიმე საათის შემდეგ ის გარდაიცვალა. დაზიანებებთან დაკავშირებით ჩანიშნულია ექსპერტიზები. დასკვნები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი“- განაცხადეს შსს-ში.

იტვირთბა....