ახალი ამბები პოლიტიკა

გოცირიძე გახარიაზე: ოცნებაში კურდღლებივით გასუსულები უსმენდნენ და ეხლა ქორებივით კორტნიან

გახარია პარლამენტში, რომ მოდიოდა კურდღლებივით გასუსულები უსმენდნენ და აპლოდისმენტებს უკრავდნენ. როდესაც აკრიტიკებენ გახარიას, იმდენი ჭკუა არ ყოფნით, რომ გაიხსენონ, ის მათი პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და მათი გუნდის წევრი იყო. საკმარისია ივანიშვილის ყმამორჩილებიდან ვიღაცა გამოვიდეს და იმავე წუთს ქორებივით დაკორტნიან. “ქართული ოცნების” მხრიდან გახარიას კრიტიკა მათ სისუსტეებს აჩენს. კიდეც ვნახეთ, რომ გახარიამ მათ 11% წაართვა. ოპოზიციის მხრიდან გახარიას კრიტიკა ნორმალური იქნებოდა. “ოცნების” კრიტიკა კი გახარიას წისქვილზე ასხავს წყალს.

 

აღნიშნულის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.

იტვირთბა....