რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის თქმით, საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებულთა მიმართვიანობამ იკლო.
“შედარებით იკლო მიმართვიანობამ. სამწუხაროდ, არ იკლო ინფიცირებულებში მძიმე ფორმებმა, რადგან ასაკოვანი, თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებში ეს ინფექცია მაინც საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი ჯერ კიდევ შენარჩუნებულია იმიტომ, რომ პაციენტების ნაწილი დელტა შტამით არის ინფიცირებული”, – განაცხადა ლევან გოფოძემ.