ახალი ამბები საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი სამძიმრის წერილს ავრცელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც პრემიერი ფეისბუქზე წერს, მისი სახით ახლობლებმა და კოლეგებმა დაკარგეს გულისხმიერი მეგობარი, ქვეყანამ კი – კარგი მამულიშვილი.

“მწუხარებას გამოვხატავ გამორჩეული პოლიტიკოსისა და მოღვაწის, ბატონი თამაზ მეჭიაურის, გარდაცვალების გამო.

მისი სახით ახლობლებმა და კოლეგებმა დაკარგეს გულისხმიერი მეგობარი, ქვეყანამ კი – კარგი მამულიშვილი.

ამ მძიმე წუთებში, სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ბატონი თამაზის ოჯახსა და ახლობლებს”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

 

იტვირთბა....