ახალი ამბები საზოგადოება

წყალი 24 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, მუხიანის აგარაკებსა (მუხიანი 2) და გობრონიძის ქ. N46-ს წყალი 24 საათით შეუწყდება.

“ჯივიპი ხვალ , 16 თებერვალს გლდანის რაიონში, მუხიანი 2 , საზანოს ქ. N22-თან წყალსადენის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 16/02 10:00-დან 17/02 10:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

გლდანის რაიონში:

მუხიანის აგარაკებს (მუხიანი 2), გობრონიძის ქ. N46-ს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....