საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ ქვეყანა დატოვა.
ამის შესახებ “მეტრონომისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.
როგორც “მეტრონომს” წყარო უყვება, ბასილიამ საქართველო სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე დატოვა.
მიმდინარე წლის 26 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ კარატეს ფედერაციის პრეზიდენტს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შეგახსენებთ, 2019 წლის 8 აპრილს, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საქართველოს კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
თავად ბასილია პოლიტიკაში მოსვლას აანონსებდა და აცხადებდა, რომ მის მიმართ ბრალდების წაყენება პოლიტიკურ დევნას ემსახურება.