“ალბათ, 2020 წლისთვის, პოლიტიკაში წავალ”, – აღნიშნული განცხადება კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ დღეს გამართულ პრესკონერენციაზე გააკეთა.
“ყველაფერი დაიწყო იმის შემდეგ, რაც მე გამოვხატე რაღაც პოზიციები იმის შესახებ, რომ ბევრი რაღაც არ მომწონს რაც კეთდება 2012 წლიდან და დავაფიქსირე, დეკემბერში, პრეზიდენტის არჩევნების დროს, რომ მე ამ კამპანიაში არ ჩავერევი. მაქვს ჩემი მოსაზრებები და ალბათ, 2020 წლისთვის, წავალ პოლიტიკაში“ – განაცხადა კახა ბასილია.