მთავარი პოლიტიკა ციტატა

სამადაშვილი: უკრაინელი პოლიტიკოსების მოსმენისას, რთული იყო, არ შეგრცხვენოდა საკუთარი ღირსებააყრილი ხელისუფლების

[su_quote]უკრაინელი ხალხი საკუთარი ღირსებითვის ბრძოლას აგრძელებს დღეს და უარს ამბობს პოლიტიკურ თვითმკვლელობაზე. ეს ღირსება ვნახეთ ჩვენი ვიზიტისას უკრაინაში, სადაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ვიცავდით, რადგან ღირსებითვის მებრძოლი ადამიანები მხარდაჭერას იმსახურებენ. სიბრაზის ცრემლებით ხმაგაბზარული და მათზე დაკისრებული მისიის სიმძმით დაღლილი, მაგრამ პოლიტიკურად სრულიად შეუვალი უკრაინელი პოლიტიკოსების მოსმენისას, რთული იყო, არ შეგრცხვენოდა საკუთარი ღირსებააყრილი ხელისუფლების. დღეს პარლამენტში მსურს უმრავლესობის წარმომადგენლებს გკითხოთ – რატომ აიძულებთ ქართველ ხალხს, უარი თქვან ღირსებაზე და რატომ აიძულებთ ქვეყანას, ჩაიდინოს პოლიტიკური თვითმკლელობა? საკუთარ ქვეყანაზე ღირსების უარის თქმაა ის რეზოლუცია, რომელიც დაამტკიცებთ უკრაინაზე და საკუთარ ღირსებაზე უარის თქმაა, რომ დღემდე არც ერთი თქვენთაგანი არ ჩასულხართ უკრაინაში და უკრაინაში არ ჩასულა არც ერთი ოფიციალური დელეგაცია საქართველოს ხელისუფლებიდან[/su_quote]

განაცხადა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

იტვირთბა....