ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

ხვალ პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

ხვალ, 15 თებერვალს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

აქცია პარლამენტთან 18:00 საათზე დაიწყება.

“მეგობრებო! შევიკრიბოთ უკრაინის დამოუკიდებლობის და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. შევიკრიბოთ რაც შეიძლება მეტი, დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი დამოუკიდებლობის, განვითარების, დემოკრატიის და რუსეთის აგრესიისაგან თავისუფალი სამყაროს მხარდასაჭერად. გთხოვთ გაიკეთეთ 2-2 პირბადე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

იტვირთბა....