ახალი ამბები საზოგადოება

ორთაშენში, ხიდის ქვეშ მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში, მაგისტრალის ხიდის ქვეშ მამაკაცის ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი სამხედრო პირია.

ადგილზე თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ცხედარი უკვე გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროში. გარდაცვალების მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....