რუსეთის „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, ვლადიმერ ჟირინოვსკი მალავდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული იყო, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ცენტრალურმა ოფისში თანამშრომლებს განუცხადეს, რომ ჟირინოვსკიმ გადაწყვიტა პრევენციის მიზნით, „ომიკრონის“ შტამის მასიური გავრცელების გათვალისწინებით, დროებით სახლში, კარანტინში გადასულიყო და დისტანციურად ემუშავა.
მედია წერს, რომ პოლიტიკოსის დიაგნოზის შესახებ მხოლოდ ვიწრო წრემ იცოდა, მათ შორის მისმა პირადმა დაცვამ, თანაშემწეებმა და აპარატის უფროსმა.
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ვლადიმერ ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ცნობისთვის, გუშინ რუსული მედია ჟირინოვსკის შესახებ წერდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ფილტვების ორმხრივი პნევმონი აქვს.