ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აშშ-ის ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნზე“ რაკეტებითა და დრონებით თავდასხმის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
ირანული მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად ავიამზიდი დაზიანდა და თანმხლებ გემებთან ერთად იძულებული გახდა, რეგიონული წყლებიდან უკან დაეხია.
ოფიციალური განცხადების თანახმად, ზუსტი ოპერაციის დროს, რომელშიც ჩართული იყო თანამედროვე რაკეტები და დრონები, გემს ომანის ზღვაში, ირანის საზღვაო საზღვრებიდან დაახლოებით 340 კილომეტრში დაარტყეს.

