ახალი ამბები მსოფლიო

ვლადიმერ ჟირინოვსკი საავადმყოფოში გადაიყვანეს

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ვლადიმერ ჟირინოვსკი საავადმყოფოში გადაიყვანეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, ჟირინოვსკის კლინიკაში გადაყვანის მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული გართულებები გახდა. მას ფილტვების ორმხრივი პნევმონია აქვს.

ტექსტში ნათქვამია, რომ რუსი პოლიტიკოსი დეკემბერში კორონავირუსის ვაქცინით ორჯერ აიცრა.

მოსკოვის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურისდიქციაშია, მათ ჟირინოვსკის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

ცნობისთვის, მედიაში ვლადიმერ ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია მანამდეც ვრცელდებოდა.

იტვირთბა....