“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” წინასაარჩევნოდაც არ აპირებენ კოალიციის შეკვრას.
მისივე თქვით, ამ ეტაპზე თანამშრომლობას არც სხვა პარტიებთან აპირებენ.
“ვფიქრობ, რომ დღევანდელ ვითარებაში, დროა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ თუ პოლიტიკურმა ჯგუფმა ინიციატივები აკეთოს ისეთი, როგორიც სჭირდება ხალხს. ახლა საუბარი იმაზე, ვინ ვისთან გაერთიანდება… რატომ უნდა გავერთიანდე? რატომ უნდა მივიდე? ჩვენთვის ახლა ამოცანა არის, საზოგადოებას ვაჩვენოთ რომ “სტრატეგია აღმაშენებელი” არის პროფესიონალთა გუნდი, ხალხზე ორიენტირებული, გვაქვს კონკრეტული გეგმები, ვიცით როგორ უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან და ვაპირებთ ამაზე მუშაობას. არ ვაპირებთ არამარტო “ნაცმოძრაობასთან”, პირდაპირ გეტყვით, რომ “ნაცმოძრაობასთან” საერთოდ არ ვაპირებ წინასაარჩევნო კოალიციებს, მაგრამ არც სხვებთან ახლა დიალოგის გახსნას არ ვაპირებთ არანაირ თანამშრომლობაზე,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ “ღამის კურიერში” საუბრისას.