ახალი ამბები პოლიტიკა

საგარეო: იტალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

იტალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

საქართველოს საგარეო უწყება ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, იტალიის პარლამენტის წევრის, მატეო დალ’ოსოს ინიციატივით დაგეგმილ ონლაინშეხვედრის შესახებ, რომელშიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანიაც მიიღებს მონაწილეობას.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს საელჩოს იტალიის რესპუბლიკაში დიპლომატიური არხების მეშვეობით აქტიური კომუნიკაცია აქვს იტალიის მხარესთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
“იტალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იტალიის მხარეს არერთხელ გაუკეთებია იტალიის ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმების უკანონო აქტივობების დამგმობი ოფიციალური განცხადება. რაც შეეხება აღნიშნულ პოლიტიკოსს, მატეო დალ’ოსო, ცნობილია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან მჭიდრო კონტაქტებით. ის აქამდეც აქტიურად მონაწილეობდა რეჟიმის წარმომადგენლეთა პროვოკაციულ ქმედებებში. პოლიტიკოსის აღნიშნულ ნაბიჯს ამჯერადაც მოჰყვება შესაბამისი რეაგირება ოფიციალური რომის მხრიდან”, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
იტვირთბა....