ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ხმაურია

თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომაზე, რომელიც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე იმართება, ბრალდებული სააკაშვილი სიტყვით გამოდიოდა, რა დროსაც, მას, მოსამართლეს, დაცვის და ბრალდების მხარეებს შორის კამათი დაიწყო.

სააკაშვილმა სხდომათა დარბაზში ფოტოსურათები მიიტანა, რომელზეც მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის, დავით ნარმანიას და პროკურორ ჯარჯი წიკლაურის კუთვნილი სახლები იყო აღბეჭდილი. მას შემდეგ რა პროკურორებმა მოითხოვეს, სააკაშვილს ბრალდების საქმეზე ესაუბრა,  სიტყვიერი კამათი დაიწყო.

“არავინ არ მოითმენს შეურაცხყოფას, არავის ბებიის სასამართლო პროცესი არ მიმდინარეობს. თუ ამ ფორმატში უნდა გაგრძელდეს სხდომა, სასამართლოს აქვს ბერკეტი, ბრალდებულმა დატოვოს სხდომა, დამსწრეებმა დატოვონ და სხდომა დაიხუროს”, – მიმართა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მხარეებს.

 

 

იტვირთბა....