ახალი ამბები პოლიტიკა

დოლიძე უგულავაზე: მხოლოდ, კაი ბიჭები უნდა შეკრიბოს ეტყობა, მაგრად უნდა დალიონ და მერე ალბათ ქალებში უნდა წავიდნენ

[su_quote]ვამბობ, რომ ეს რასაც თქვენ ხედავთ არ არის პოლიტიკა. ესაა მედიაში გაშლილი ბრძოლა ძველ და ახალ (უკვე დაძველებულ) მმართველ ჯგუფებს და ფინანსურ ინტერესებს შორის. ერთიდაიგივეა შინაარსით ესენი.

აი ნახეთ, ჯერ ხომ ისევ სკამების განაწილებაზე ფიქრობენ სულ, არავითარი საქმე და უკვირთ ხალხი ხმას რომ არ აძლევს. მერე..კალაძემ რომ მარტო კაცები შეიყვანა თბილისის მთავრობაში და ნაპრემიერალმა გახარიამ მარტო კაცებთან დებატი მოინდომა, ქართულ ჯიგრულ პონტში, ეს ხომ გახსოვთ.

ახლა, ამან, კაცები რომ ჩამოთვალა მხოლოდ, კაი ბიჭები უნდა შეკრიბოს ეტყობა, მაგრად უნდა დალიონ და მერე ალბათ ქალებში უნდა წავიდნენ. არცერთი ქალი არ გაახსენდა. კარგი, მე გულზე არ ვეხატები, ძვალივით ვყავდი გაჩხერილი თავის დროზე და თავისი ყოფილი კოლეგა “ევროპელი” ელენე ხოშტარია რამ დაავიწყა.

გინდა აქეთ გინდა იქით ერთიდაიგივე აზროვნების რეტროგრადებთან გვაქვს საქმე. მამონტები.[/su_quote]

 

აღნიშნულის შესახებ პოსტი პარტია ხალხისთვის ლიდერმა, ანა დოლიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, მანამდე პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ნაცმოძრაობა ქოლგა პარტია უნდა გახდეს, რომელიც ლელოს, გახარიას პარტიას, მარგველაშვილს, კვირიკაშვილს, ალასანიას, ბაქრაძეს  და ვაშაძეს გააერთიანებს.

იტვირთბა....