ახალი ამბები მსოფლიო

აცრილ პენსიონერებს უკრაინაში, სმარტფონები და ინტერნეტ ტარიფები გადაეცემათ

აცრილ პენსიონერებს უკრაინაში, სმარტფონები და ინტერნეტ ტარიფები გადაეცემათ, – აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია წერს.

მედიის ცნობით, ხსენებული პროექტი გაზაფხულიდან დაიწყება.

“გაზაფხულზე ვიწყებთ ახალ დიდ სახელმწიფო პროგრამას. 60 წელს გადაცილებული ყველა აცრილი უკრაინელი მიიღებს უფასო მაღალი ხარისხის თანამედროვე სმარტფონს და შეღავათიან ტარიფს.

სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებში ჩართვის შესაძლებლობა ყველას აქვს. არა მხოლოდ კლასიკური ინსტრუმენტების საშუალებით, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით. ეს არის დემოკრატია ყველაზე ფართო ფორმით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ.

იტვირთბა....