ახალი ამბები პოლიტიკა

კალაძე ელისაშვილზე: რა უქნეს ბიჭს… გადაუარეს, გაანადგურეს

რა უქნეს ბიჭს?! გადაუარეს, გაანადგურეს, დღეს თვითონ შევიდნენ პარლამენტში, – აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პარტია მოქალაქეების ლიდერის ალეკო ელისაშვილის მისამართით განაცხადა.

მისივე თქმით, ნაცმოძრაობა ყველა ოპოზიციური პარტიების დამონებას ცდილობს.

“მწარე გამოცდილება მიიღეს, როდესაც ისინი ნაციონალური მოძრაობის ტყვეობაში აღმოჩნდნენ და ყველა ოპოზიციურმა პარტიამ საკუთარ თავსა და საკუთარი პარტიის წარმომადგენელზე იწვნია. შესაბამისად, ვფიქრობ, ოპოზიციამ ჭკუა ისწავლა, თუ როგორ უნდა იმოქმედოს, რა უნდა გააკეთოს.

ნაციონალური მოძრაობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაიმონოს ყველა ოპოზიციური პარტია, მათი ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, შემდეგ „აბულინგოს“ ტელევიზიებით. ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, თუ რა განცხადებებს აკეთებდნენ, როგორი ბულინგი მიდიოდა, როგორ ატერორებდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებს, თუნდაც პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ხომ გვახსოვს, ეს ყველაფერი? ავიღოთ მარტივი, ელისაშვილის პარტიის მაგალითი, რა უქნეს ბიჭს?! გადაუარეს, გაანადგურეს, დღეს თვითონ შევიდნენ პარლამენტში. ეს არის რეალობა”, – აცხადებს კალაძე.

იტვირთბა....